მამუკა მდინარაძე - ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს, არავის უნდა ჰქონდეს

ჩვენ ზუსტად ვიცით საზოგადოების საჭიროებები და ჩვენ ამას ვუპასუხებთ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გუშინ, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენებას.

„ბევრი ადამიანი ამბობდა და შეიძლება დავეთანხმო კიდეც, რა შუაში იყო გუშინ ოკუპაცია, ვერავინ გაიგო. ეს ადამიანები ამას სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულირებისთვის იყენებენ. რაღაც თამაშს დაემსგავსა, იმ წესებით, რომელიც რეალობასთან შეხებაში არ არის. ჩვენ მივიღებთ ნებისმიერი, თუნდაც, ერთი ადამიანისგან პროტესტს და კრიტიკას, თუ მას რაიმე საფუძველი გააჩნია, მაგრამ როცა მოგონილი და ტყუილი ბრალდებებით ხდება რაღაცის გაპროტესტება, ეს ბუნებრივია, საზოგადოების აღქმაში კარგად არ ჩანს.

ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ მათ არ გააჩნიათ რესურსი, საზოგადოებაში ტყუილები ბოლომდე გაიტანონ. ტყუილების გატანის რესურსი საქართველოში არასდროს, არავის უნდა ჰქონდეს. ჩვენ ზუსტად ვიცით საზოგადოების საჭიროებები და ჩვენ ვპასუხობთ ისეთი ღონისძიებებით, როგორსაც დღეს ვატარებთ და ჩვენ ამას ვუპასუხებთ, მაგალითად, საშემოდგომო სესიის დამთავრების შემდეგ, როცა ათი მიმართულებით კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვექნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლურად წითელი ბარათები დაურიგდათ. როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ამ ბარათების დარიგებით გამოხატეს პოზიცია, რომ „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა