არჩილ თალაკვაძე - ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებებით კითხვის ქვეშ დავაყენოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და მომავალი

გზა, რომელიც დავისახეთ, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა, გარდა მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჩვენ არ გვესახება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევისა და სამუშაო გეგმის გაცნობისას განაცხადა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტერიტორიული მთლიანობა და ანტისაოკუპაციო მოძრაობა იქნება.

„ჩვენი საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი დისკუსია, როგორი პოლიტიკური დებატები არის პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მაგალითად, ასეთია, საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების მხარდაჭერა. განვიხილავთ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებს, სადაც მათ ექნებათ კიდევ უფრო განსაკუთრებული სტატუსი და დაფინანსება, სადაც ეს სოფლები შეძლებენ, რომ მიიღონ უფრო მეტი მხარდაჭერა ხელისუფლების და სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ, რომ ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ, იქ რჩებიან, ძალიან მნიშვვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებენ და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არამხოლოდ პოლიტიკური დებატებით, არამედ ბიუჯეტით და საკანონმდებლო თვალსაზრისით ეს მიმართულებები ბოლომდეა გამაგრებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს პასუხისმგებლიან პოლიტიკას დეოკუპაციასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებებით კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და მომავალი. ამიტომ გზა, რომელიც ჩვენ დავისახეთ, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა, გარდა მშვიდობიანი განვითარების, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ჩვენ არ გვესახება. ამაში საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას ველოდებით მომავალში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა