იაპონიაში ქარიშხალ „ტაპას“ შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში ქარიშხალ „ტაპას“ შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ბოლო 3 დღის განმავლობაში იაპონიის სამხრეთ ნაწილში, ოკინავას პრეფექტურაში ქარიშხალი „ტაპა“ მძვინვარებს.

სინოპტიკოსების განცხადებით, ქარიშხლის სიჩქარე 180 კმ.სთ-ს აღემატება. ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად პრეფექტურის გარკვეული ნაწილი დაიტბორა და საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.

სტიქიის გამო 283 მიმართულებით ავიარეისები გაუქმდა. 33 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს