ელიზაბეტ რუდის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნარჩენების მართვის მოდერნიზაციის მიმართულებით

„ძალიან კარგია, რომ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარჩენების მართვის მოდერნიზაციის მიმართულებით", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა, კრწანისის ტყე-პარკში, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ დასუფთავების აქციაზე განაცხადა.

როგორც ელიზაბეტ რუდმა აღნიშნა, ნარჩენების მართვა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

„ნარჩენების მართვა არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, საქართველოშიც. მსოფლიო დასუფთავების დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ არა მხოლოდ დავასუფთაოდ და გავალამაზოთ გარემო, არამედ დავფიქრდეთ და ცნობიერება ავიმაღლოთ, რაოდენ ადგება გარემოს დანაგვიანებით ზიანი. განსაკუთრებით საუბარია პლასტმასის ნარჩენებზე, რომელთა დაშლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ძალიან კარგია, რომ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით 2017 წლიდან. ეს შეეხება ნარჩენების მართვის მოდერნიზაციას. მიხარია, რომ ამ პროცესში ბავშვებიც არიან ჩართული", - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს