არჩილ თალაკვაძე - აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს იმ ახალი რეგულაციების, რომელიც ბავშვთა კოდექსის მიღების შემდეგ იქნება გარანტირებული. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის 10 მთავარ გამოწვევაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ „ბავშვთა კოდექსი“. ეს არის კოდექსი, რომელსაც მიესალმებიან ბავშვის უფლებათადაცვითი ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რადგან ის აწესებს უფრო მაღალ სოციალურ გარანტიას ბავშვებისთვის, აწესებს უფრო მეტ დაცვას ბავშვებისთვის, როდესაც ისინი არიან სკოლაში ან როდესაც ისინი არიან ოჯახში. ბავშვის უფლებები იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას და კანონის მიღების შემდეგ საშემოდგომო სესიის ფარგლებში ჩვენ აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები. განსაკუთრებულად პრიორიტეტულია აქ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები, რომელთა მიმართებაშიც, გარკვეული უთანასწორო მიდგომები არის სამწუხაროდ, დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. ჩვენ გვინდა, რომ ეს შევცვალოთ, გვინდა, რომ რეგიონებშიც გაჩნდეს ეს სერვისები და ბავშვებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, რომ საჭიროებები მოგვარდეს, ჩაერთონ სრულფასოვნად იმ პროცესში, რაშიც სხვა ბავშვები, საზოგადოების ეს ნაწილი მონაწილეობს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა