ფონდ „ღია საზოგადოების“ წარმომადგენელი - შალვა თადუმაძე უთითებს, რომ 1993 წლიდან სწავლობდა უნივერსიტეტში, რომელიც  ოფიციალურად 1994 წელშია დაარსებული

„პრობლემურია გარემოება, რომ შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ განაცხადში სწავლის სხვა თარიღებს უთითებს, პროკურატურის ვებ-გვერდზე სხვა თარიღებია მითითებული და ასევე, მის მიერვე წარდგენილ დიპლომშიც სხვა თარიღები წერია,“ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

ჩიტიძის განცხადებით, თადუმაძე უთითებს, რომ 1993 წლიდან სწავლობდა კონკრეტულ უნივერსიტეტში, თუმცა საარქივო მასალების მიხედვით, ეს საგანმანათლებლო დაწესებულება 1994 წელშია დაარსებული.

„პრობლემურია ის გარემოება, რომ შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილ განაცხადში სწავლის სხვა თარიღებს უთითებს, პროკურატურის ვებ-გვერდზე სხვა თარიღებია მითითებული და ასევე, მის მიერვე წარდგენილ დიპლომში კიდევ სხვა თარიღები წერია. ერთი ნიუანსია კიდევ, რომ, იგი როგორც თავად უთითებს, 1993 წლიდან სწავლობდა კონკრეტულ უნივერსიტეტში, მაშინ როდესაც საარქივო მასალის მიხედვით, ოფიციალურად 1994 წელშია ეს საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსებული. ეს არის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. დაახლოებით ამგვარი დასახელების უნივერსიტეტი დღესაც არსებობს, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ისინი არ არიან იმ ინსტიტუტის მემკვიდრეები, რასაც შალვა თადუმაძე უთითებს. დღეს განათლების სამინისტროს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვებ-გვერდზე არ იძებნება ზუსტად იგივე საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც შალვა თადუმაძე მიუთითებს და რაც მსგავსი იძებნება, მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ თადუმაძეს მათთან არ უსწავლია,“- განაცხადა გიორგი ჩიტიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა