„ღია საზოგადოების“ წევრი - თადუმაძე მელიას მიმართ აღკვეთის შუამდგომლობას აწერს ხელს, სადაც ევროპული სასამართლოდან  ერთი „ქეისია“, რომელიც  ბუნებაში არ არსებობს

„მოსამართლის მიერ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპცია შეილახა და ამაზე შალვა თადუმაძეს, როგორც ადვოკატს არათუ რეაგირება არ ჰქონია, არამედ მან ეს შეაფასა, როგორც იუმორი",- ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტიძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე, სადაც საუბარი შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო სექტორმა შეისწავლა.

როგორც ჩიტიძემ მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეზე საუბრისას განაცხადა, ყველაზე მწვავე და კრიტიკული დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პარლამენტში წარდგენილია დოკუმენტი, რომელსაც ხელს თადუმაძე აწერს და რომელსაც დასაბუთების კუთხით ხარვეზები ჰქონდა.

„მან წარადგინა კონკრეტული დოკუმენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორც სანიმუშო სამართლებრივი აქტი, რომელიც მას საკუთარი კარიერის განმავლობაში შეუქმნია, თუმცა როდესაც მის მიერვე მოწოდებული დოკუმენტი გავაანალიზეთ, სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა - ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია შეილახა მოსამართლის მიერ და ამაზე არათუ რეაგირება არ ჰქონია მას, როგორც ადვოკატს, არამედ მოგვიანებით მან ეს შეაფასა, როგორც იუმორი და ნახევრად ხუმრობით ნათქვამი. ჩვენი აზრით, ეს პროფესიული წრეებისთვის და პარლამენტისთვის, შესაძლოა საყურადღებო იყოს.

გარდა ამისა, ყველაზე მწვავე და კრიტიკული არის პარლამენტის დეპუტატის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, რომელიც უშუალოდ გენერალური პროკურორის უფლებამოსილებაა. სწორედ თადუმაძე აწერდა ხელს იმ შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს წარედგინა. ეს არის ოთხგვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც სტრუქტურა და ლოგიკა აბსოლუტურად დარღვეულია. ამ დოკუმენტში მოყვანილია რამდენიმე „ქეისი“ ევროპული სასამართლოდან, მათგან ერთ-ერთი „ქეისი“ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს, სახელიც კი ვერ გადმოიტანეს სწორად, არაფერს ვამბობ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.

აღკვეთის ღონისძიება, ზოგადად, ძალიან პრობლემურია ამ ქვეყანაში და ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარ შაბლონურ დასაბუთებებს იყენებენ, მაგრამ როდესაც საქმე პარლამენტის წევრს ეხება და ამაზე ხელს აწერს გენერალური პროკურორი, ეს ნიშნავს, რომ ისიც იზიარებს იმ შაბლონურ მიდგომას, რაც საქართველოს პროკურატურას აქვს, ეს გულისხმობს, მაგალითად ისეთ სასაცილო მიზეზებს და ეს ბევრ „ქეისში“ ყოფილა, რომ ადამიანი მიიმალება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან მას აქვს პასპორტი და შეუძლია საზღვარგარეთ წასვლა და ა.შ. ანუ მელიას საქმე კარგად მიუთითებს გენერალური პროკურორის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ", - განაცხადა გიორგი ჩიტიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს