კახა კუკავა - გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს მთავარ შეკითხვას: ვინ არიან შეწყალების კორუფციაში ჩაბმული პირები

მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მას არ ჰქონდეს ფორმალური სახე, - ასე გამოეხმაურა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს.

როგორც კუკავა აღნიშნავს, გამოძიებამ მთავარ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის იმას, თუ ვინ არიან შეწყალების კორუფციაში ჩაბმული პირები.

„მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია (რომელიც მისი წინამორბედების იდენტურია), რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია ანიჭებს შეწყალების უფლებას, არასაკმარისი არგუმენტია და არ პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს: რის სანაცვლოდ გადაწყვიტა პრეზიდენტმა მკვლელების შეწყალება და რა როლი აქვთ ამ პროცესში მისი ადმინისტრაციის წევრებს?

ვფიქრობთ, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ საქმე გვაქვს შეწყალების პროცესში არსებულ კორუფციასთან და სხვადასხვა პირების მხრიდან ამ მექანიზმით ბოროტად სარგებლობასთან. ამასთან, პრეზიდენტის ხისტი და აშკარად არადამაჯერებელი განცხადებები, კიდევ უფრო ამყარებს ამ ვარაუდებს.

მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე დაიწყო გამოძიება, თუმცა უფრო დიდი მნიშნელობა აქვს, რომ მას არ ჰქონდეს ფორმალური სახე. აუცილებელია, გამოვლინდენენ და სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ის პირები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელი მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების სიაში შეყვანაზე.

გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი მთავარ შეკითხვას: ვინ არიან შეწყალების კორუფციაში ჩაბმული პირები და მათი პასუხისგებაში მიცემა იქნება მაგალითი შემდეგი ადმინისტრაციებისთვისაც“, - განაცხადა კუკავამ.

აღნიშნული ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო