პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე, სადაც  პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა,  100-ზე მეტი ადამიანია  დაკავებული

პარიზში, „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე, პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. შეტაკებები სამართალდამცავებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სადგურ სენ-ლაზარის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვაგზლის შენობაში მოხდა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„ყვითელი ჟილეტების“ მასობრივი საპროტესტო აქციები 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და მას შემდეგ პერმანენტულად მიმდინარეობს. ისინი თავდაპირველად საწვავზე გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ, თუმცა შემდეგ სხვა სოციალური მოთხოვნებიც დაემატა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო