ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლოა, როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდი გამოიყენონ

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტის მიმართ შესაძლებელი გახდება როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური შეზღუდვის მეთოდის გამოყენება. ამის შესახებ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებია აღნიშნული.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ ამჟამად მოქმედ კანონში პაციენტის მიმართ ქიმიური შეზღუდვის მეთოდი და მისი გამოყენების შემთხვევა განსაზღვრული არ არის.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შეზღუდვის მეთოდებად განისაზღვრება: 1)ფიზიკური/მანუალური შეზღუდვა (შებოჭვა) - პაციენტის შეზღუდვა; 2) მანუალური კონტროლის საშუალებით, ფიზიკური ძალის გამოყენება; 3) მექანიკური შეზღუდვა - პაციენტის იმობილიზაციისთვის შეზღუდვის ინსტრუმენტების გამოყენება; 4) იზოლირება - პაციენტის იძულებითი მოთავსება განმარტოვებით სპეციალიზებულ ოთახში; 5) ქიმიური შეზღუდვა წარმოადგენს პაციენტისათვის მედიკამენტის მიცემას იძულებით ქვევის კონტროლის უზრუნველსაყოფად.

კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვის მეთოდები წარმოადგენს უკიდურეს ზომას, როდესაც არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან გარშემომყოფთა დაზიანების გარდაუვალი საფრთხე და მისი თავიდან აცილება სიტყვიერი დამშვიდებით ან მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია.

კანონპროექტის ინიციატორები აღნიშნავენ, რომ შეზღუდვის საშუალებები უსაფრთხოების ზომებია და მათ თერაპიული მიზანი არ აქვს.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო