ბრიტანელი ლეიბორისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, „ბრექსიტის“ საკითხის მოგვარებას 6 თვეში გეგმავენ

ბრიტანეთის ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 3 თვეში ბრიუსელთან ევროკავშირიდან გასვლის გონივრულ გეგმას შეათანხმებს და მაქსიმუმ 6 თვეში ამ ახალ შეთანხმებას რეფერენდუმზე გაიტანს. ამავე რეფერენდუმზე მოსახლეობას აგრეთვე შეეძლება გადაწყვიტოს საერთოდ გავიდნენ თუ არა ევროკავშირიდან. აღნიშნული გეგმა ლეიბორისტული პარტიის ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს, რომელიც ამჟამად ქალაქ ბრაიტონში მიმდინარეობს.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს