კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, თბილისი მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ, სკოლის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მოხალისეებმა და კამპანია „გარემოს გულისათვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა მიიღეს.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

კამპანიის ფარგლებში, კრწანისის ტყეპარკში თბილისის სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც სკოლა „სერვანტესმა” გაიმარჯვა.

CENN USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ გარემოს დაცვით კამპანიას – „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful), რომლის მიზანი გარემოზე ზრუნვაა მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა