ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 300-მდე შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან 270 შეტყობინება, რუსთავიდან კი - 25 შევიდა.

ქარმა გადააქცია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები და ავტომობილები. ქარმა თბილისსა და რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავიც გადახადა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხეების წაქცევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ქარი ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდება, ხოლო 22 სექტემბრიდან შედარებით შესუსტდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა