საუდის არაბეთი იმუქრება, რომ ირანს პასუხს აგებინებს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადელ ალ ჯუბეირი აცხადებს, რომ ნავთობტერმინალებზე თავდასხმა ირანის იარაღით განხორციელდა და რომ ამისთვის საუდის არაბეთი ირანს პასუხს აგებინებს.

გამოცემა „ალ არაბიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ადელ ალ ჯუბეირმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმა გლობალურ ენერგოუსაფრთხოებაზე თავდასხმას ნინავს.

„გლობალურ ენერგო ბაზარზე თავდასხმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე უარყოფითად მოქმედებს, ამის გამო, ეს ტავდასხმა 80-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო,“ - განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო მინისტრმა.

მისივე თქმით, არაბეთის სამეფო „მოკავშირეებთან და მეგობრებთან“ კონსულტაციებს აწარმოებს, რათა მომავალ მოქმედებებზე შეთანხმდნენ. ადელ ალ ჯუბეირმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი გამოძიების საბოლოო შედეგებს ელოდებიან.

„დარწმუნებულები ვართ, რომ თავდასხმა ჩრდილოეთიდან განხორციელდა და არა იემენიდან. სამეფო გამოძიებას აწარმოებს და დამტკიცდა, რომ გამოყენებული იარაღი ირანს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენ გაეროს და სხვა ქვეყნებს ექსპერტების გამოგზავნა და გამოძიებაში ჩართვა ვთხოვეთ,“ - განაცხადა ჯუბეირმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ თუ ირანი ტერორიზმის მხარდაჭერას განაგრძობს, საუდის არაბეთი მის იზოლრებას მოახდენს და სანქციებს დაუწესებს. მანვე აღნიშნა, რომ ირანის დივერსიული საქმიანობისა და დესტრუქციული პოლიტიკის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოებას ეკისრება, ვინაიდან ირანი ამ ქმედებებით საფრთხეს უქმნის რეგიონისა და მსოფლიოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს