თსუ-ში საქართველოს ეროვნული ატლასის და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული საქართველოს ეროვნული ატლასის (ინგლისურ ენაზე) და საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (ქართულ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პრეზენტაცია ხვალ, 23 სექტემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ატლასი“ არის პირველი ინგლისურენოვანი გამოცემა და ეძღვნება თსუ-ის 100 წლის იუბილეს. „საქართველოს ეროვნული ატლასი“ არის სამეცნიერო-საცნობარო ხასიათის კომპლექსური კარტოგრაფიული ნაწარმოები, მოიცავს დაახლოებით 120 რუკას, ასევე ტექსტებს, გრაფიკებსა და ფოტოებს. ატლასში წარმოჩენილია ქვეყნის მდებარეობა, ბუნებრივი პირობები, რესურსები, კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია, მოსახლეობა, მეურნეობა, სოციალური სფერო და ეკოლოგიური მდგომარეობა. მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სფეროებში არსებული თანამედროვე მეცნიერული მიღწევები.

„საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკების შედგენაში გამოყენებულია მოსახლეობის ახალი აღწერის მასალები. ატლასი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს და იგი განკუთვნილია როგორც მეცნიერთა, ასევე საზოგადოების ფართო წრისათვის. ატლასი დაიბეჭდა გერმანიაში, ქ.შტუტგარტში, გამომცემლობა Franz Steiner Verlag-ის მიერ 2018 წელს.

„საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“ დაიბეჭდა გამომცემლობა პალიტრა L-ში. იგი არის ახალი, თანამედროვე ტიპის გამოცემა, მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოს. ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელიც ატლასში წარმოდგენილი მასალის წყაროს წარმოადგენს, მკითხველისათვის შეიძლება დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად იქცეს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა