იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, გასაუბრება გვარის ანბანური თანმიმდევრობით გაიმართება.

მისი თქმით, შესაძლებელია, რომ დღეში ორი კანდიდატის მოსმენაც მოესწროს, რაც შეეხება კონკრეტულ ვადას, თუ როდის დასრულდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება, ეს განსაზღვრული არ არის. ოხანაშვილის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პალამენტის წევრების გარდა, კითხვებს დაუსვამენ, ასევე, კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და სამეცნიერო სფეროს ორი წარმომადგენელი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 23 სექტემბერს, 09:00 საათზეა ჩანიშნული.

იხილეთ ვიდეო: იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა