ფონიჭალაში მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

14 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა, მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ანი გოგიჩაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ბავშვს ოპერაცია უტარდება.

„გოგონას ჩაუტარდა კვლევები, გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და შეიყვანეს საოპერაციოში. ბავშვს ამ წუთებშიც ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა“,- განაცხადა ანი გოგიჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა