საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, 23-30 სექტემბერს საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული მეორედ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართელოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

კვირეული საზეიმოდ 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ ბათუმი მიმდინარე წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ატარებს.

გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიაშვილი, მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ლაშა ჯავლეიშვილი, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე - სოფო ხალვაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასობრივის სპორტის სამმართველოს უფროსი - ზვიად ზაალიშვილი, ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი - მაია აზარაშვილი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი - ჯემალ ძაგანია.

სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100-მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.

სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები არიან, ხოლო თანაორგანიზატორი - საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტია. ასევე, გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერიაა.

2020 წლიდან ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონია გარდამავალი იქნება და იმ მუნიციპალიტეტში გაიმართება, რომელიც ყველაზე აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება კვირეულის ორგანიზებაში.

ევროპის სპორტის კვირეული ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 30 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება, რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო