"არაბთა გაერთიანებული სია"  ბენი განცის გაპრემიერებას უჭერს მხარს

ისრაელის ოპოზოციური პარტია - „არაბთა გაერთიანებული სია” - მზადყოფნას გამოთქვამს, ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მხარი გენშტაბის ყოფილ ხელძღვანელს, ბენი განცის დაუჭიროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუკი ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ და „გაერთიანებული სია“ კოალიციას შექმნიან, განცის მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ქნესეთში ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკზე მეტ მანდატს მოიპოვებს, თუმცა უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატები ჯერჯერობით არცერთ მათგანს აქვს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ ქვეყნის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ფრაქციებთან გუშინ ორდღიანი კონსულტაციები დაიწყო. ნეთანიაჰუს პარტია„ლიკუდის“ ლიდერებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუკი ისინი და ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ ძალებს გააერთიანებენ, ერთად შეძლებენ შექმნან სისტემა, რომელიც სტაბილური მთავრობის ფორმირებას შეუწყობს ხელს. „ეს არის ის, რაც ხალხს სურს და ამის იგნორი არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა მოვახდინოთ,“ - განაცხადა რუვენ რივლინიმ.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები გასულ კვირას გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტიას „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, მისი მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამე ადგილზეა “ არაბთა გაერთიანებული სია” 13 მანდატით, მეოთხეზე კი - თავდაცვის ყოფილი მინისტრის პარტია “ისრაელი ჩვენი სახლი”, რომელმაც 120 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში 8 მანდატი მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: ისრაელის ოპოზიციური პარტია "არაბთა გაერთიანებული სია" - ქვეყნის პრემიერის პოსტზე ბენი განცს უჭერს მხარს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა