გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან აცნობეს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ენერგეტიკების, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე; 09:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.