ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელწოდება ეცვლება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტით, საქართველოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს სახელწოდება ეცვლება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში“ შესატანი საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.

პარლამენტისთვის წარდგენილ კანონპროექტში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზნები, საქმიანობის სფეროები და ფუნქციებია განსაზღვრული.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებია: სამეცნიერო კვლევების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, კვლევების შედეგების მედიცინასა და მეცნიერების სხვა დარგებში დანერგვა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება.

უნივერსიტეტის მართვის ორგანოებად განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორი, მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.

რაც შეეხება დაფინანსებას, უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გრანტები; შემოწირულებები; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო