პარლამენტის ბიუროზე პროექტის ინიცირება მოხდება, რომელიც ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგს ითვალისწინებს

ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფად, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდება. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება 261 და 262 მუხლები, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით განახორციელებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა უფლებებისა და მომსახურების ხარისხის შეფასებას.

კანონპროექტის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შევა და მასში არსებულ მდგომარეობას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეამოწმებს.

მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, ამ დაწესებულებათა მონიტორინგის/შეფასების წესი და პირობები დგინდება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით.

მონიტორინგის ჯგუფი ყოველწლიურ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი. კერძოდ, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებია: ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური; ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; სათემო ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის ცენტრი; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა