დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

მათ შორის, დავით ზალკალიანი, გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი კლიმატის სამიტში, ასევე წელს მეორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივის - Good Human Rights Stories - ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც გაშუქდება მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებული მაგალითები. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის - მინისტერიალი. მინისტრი ტრადიციულად შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.

აგრეთვე, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში, „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მინისტერიალში, კასპიის ბიზნეს-ფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიზნით ინოვაციური დაფინანსების შესახებ მაღალი დონის შეხვედრასა და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო