ანა დოლიძე - "ქართულ ოცნებას" ეშმაკური სტრატეგია აქვს: როცა უკმაყოფილებას ხედავენ, მიადგებიან ხოლმე საქართველოს კონსტიტუციას

"ქართულ ოცნებას" აქვს ეშმაკური სტრატეგია, როდესაც ისინი უკმაყოფილებას ხედავენ ადამიანების მიმართ, მიადგებიან ხოლმე საქართველოს კონსტიტუციას, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

დოლიძის თქმით, "ქართული ოცნება" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც კონსტიტუციით მანიპულირებს, ნაცვლად იმისა, რომ კითხვები დასვან.

"ასე მიადგნენ ისინი საქართველოს კონსტიტუციას არაერთხელ მანამდე და მივიღეთ გადაკერილი კონსტიტუცია ირაკლი კობახიძის მიერ. დღესაც იმის მაგივრად, რომ კითხვები დასვან იმ ადამიანის მიმართ, რომლებსაც თავად დაუჭირეს მხარი, ისინი კვლავაც მიადგნენ და დაიწყეს საქართველოს კონსტიტუციის დამახინჯება. ეს არის "ქართული ოცნების" სტრატეგია, რომელიც ცდილობს, რომ კითხვები, რომელიც მისი ხელისუფლების და იმ ბანერების მიმართ, რომელიც არსებობდა სალომე ზურაბიშვილის დროს, გადაამისართოს და ჯავრი ხალხს საქართველოს კონსტიტუციაზე აყრევინოს", - აცხადებს დოლიძე.

ამასთან, ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და პრეზიდენტი ვალდებულია კითხვებზე პასუხი გასცეს.

"პროცესს , თუ როგორ მოხდა ეს საქმეები მის მაგიდაზე, უდაოდ უნდა მოეფინოს ნათელი. ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე არის ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობა, არათუ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა", - აცხადებს ანა დოლიძე.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს