სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ საწყისი ფასი აუქციონზე 38 მილიონი დოლარი იქნება

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გაყიდვის მიზნით აუქციონი ერთი ან ორი თვის ვადაში გამოცხადდება. სასტუმროს საწყისი ღირებულება 38 მილიონი დოლარია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, სასტუმროს პრივატიზებისთვის საინვესტიციო წინადადებები მზადაა და ინვესტორების მხრიდან ინტერესთა გამოხატვას ელოდებიან.

„მზად გვაქვს საინვესტიციო წინადადებები "ბორჯომი ლიკანის" გაყიდვასთან დაკავშირებით და დაგზავნილია ინვესტორებთან. ველოდებით მათი მხრიდან ინტერესთა გამოხატვას. დაახლოებით ერთ ან ორ თვეში გამოცხადდება აუქციონი და საკონკურსო პირობებით გამოვლინდება ინვესტორი, რომელიც სასტუმროს შეიძენს“, - აცხადებენ „საპარტნიორო ფონდში".

ამასთან, უწყებაში კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პოტენციური ინვესტორის შესახებ აუქციონის ჩატარებამდე, ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.

შეგახსენებთ, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“ ქართული და ყაზახური მხარის პარტნიორობით შეიქმნა და პროექტის ღირებულებამ 48 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს RIXOS-ის ბრენდი,რომელიც სასტუმროს მართვაში 2015 წლიდან იყო, მართვიდან გავიდა და სასტუმრო დღემდე „ბორჯომი ლიკანის“ სახელით ოპერირებს. ამასთან, გასულ წელს „საპარტნიორო ფონდმა“ ყაზახური მხარისგან სასტუმროს აქციების 50% შეისყიდა და სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100% აქციების მფლობელი გახდა.

როგორც მიმდინარე წლის მაისში „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „საპარტნიორო ფონდი“ არც ერთ პროექტში მმართველი კომპანია არაა გარდა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“.

მისივე თქმით, „ბორჯომი ლიკანის“ პრივატიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იყო Marriott-თან, intercontinental-თან, swiss hotel-თან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო