ანა დოლიძე - უმკაცრესი კონტროლია პარლამენტში შემოსვლაზე, თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში

"თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში. ამის უკან არის ხალხის აზრის და მოსმენის პროცესის სახალხოობის უდიდესი შიში,"- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მისი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა არის ბოლო პროცესი, რომლითაც "ქართული ოცნება" საბოლოოდ გაიფორმებს სასამართლოს იმ სისტემას, რომელიც 8 წლის წინ უნდა დაენგრია.

ანა დოლიძემ იმ ადამიანებს, ვინც მოსმენების პროცესს წარმართავს, "ოქტომბრელები" უწოდა.

"უმკაცრესი კონტროლია აქ შემოსვლაზე. თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში. ამის უკან არის ხალხის აზრის და ამ პროცესის სახალხოობის უდიდესი შიში. ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა, როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები. ამიტომ იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ და ერთი და იმავე გზავნილებს იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრელები შეიძლება ეწოდოთ. სამწუხაროდ, ეს არის ამ ფასადური პროცესის ბოლო ეტაპი, რომლითაც "ქართული ოცნება" ოფიციალურად გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაენგრია მას,"- განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო