თომას მელია - რუსეთი ცდილობს, ზიანი მიაყენოს თავად სიმართლის იდეას და დაგვაბნიოს, რათა აღარ შეგვეძლოს განსხვავების დანახვა ფაქტსა და ფიქციას შორის

რუსეთი ცდილობს, ზიანი მიაყენოს თავად სიმართლის იდეას და დაგვაბნიოს, რათა აღარ შეგვეძლოს განსხვავების დანახვა ფაქტსა და ფიქციას შორის, - ამის შესახებ PEN ამერიკის პრეზიდენტმა თომას მელიამ განაცხადა. ის ესწრება სასტუმრო "რუმსში" სიმპოზიუმს - „დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“.

სიმპოზიუმის დაწყებამდე მან ისაუბრა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

"მოხარული ვარ დღევანდელი მნიშვნელოვანი სემინარის გამო თბილისში დაბრუნებით, რომელიც ეხება რუსულ პროპაგანდას და მწერლების როლს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ. ეს პრობლემაა, რომელსაც ყველანი ვაწყდებით დემოკრატიულ მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკასა და აქ, სამხრეთ კავკასიაში. ეს გამოწვევა გრძელდება. როგორც ჩვენი დაზვერვის სერვისებიდანაა ცნობილი ამერიკაში, რუსეთი ცდილობს, ზიანი მიაყენოს ჩვენს არჩევნებს, თქვენს არჩევნებს, ცდილობენ, ზიანი მიაყენონ თავად სიმართლის კონცეფციას და დაგვაბნიონ, რათა აღარ შეგვეძლოს განსხვავების დანახვა ფაქტსა და ფიქციას შორის. ასე რომ, მნიშვნელოვანია მწერლებისთვის და ესაა დღევანდელი დისკუსიის საგანი, გააგრძელონ ყურადღების მიქცევა იმისთვის, თუ რა არის სიმართლე და მოჰფინონ ნათელი ჩვენი მკითხველთათვის და მსმენელებისთვის, თუ რა არის განსხვავება ფაქტსა და ფიქციას შორის", - აღნიშნა თომას მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო