პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "არ ჩააბეტონო კლანი" გაიმართა

დამოუკიდებელი იურისტებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტთან აქცია გამართა სახელწოდებით - "არ ჩააბეტონო კლანი".

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურისტმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სია ჩააგდოს, „იმიტომ, რომ სია კლანის მიერაა შედგენილი“.

„დღეს სასამართლოში ჩიტი ვერ შეფრინდება მიხეილ ჩინჩალაძის ნებართვის გარეშე. ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია, მიხეილ ჩინჩალაძის კადრია ან მისი თანხმობით სიაში შეყვანილი კადრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე ამ სიის დამტკიცების შედეგად, მოიპოვებს კონტროლს საკასაციო სასამართლოზე. კლანს ნებისმიერ საქმეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება.

ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ პირველ რიგში, ეს სია ჩააგდოს გასაუბრების შემდეგ ან გასაუბრებამდე. თუ იქნება გასაუბრებები, მოსამართლეებს დაუსვან შეკითხვები, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის სასამართლოს პირობებში, ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე და როგორ ახდენდა ის ზეწოლას მოსამართლეებზე“, - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, გასაუბრება გვარის ანბანური თანმიმდევრობით გაიმართება.

იხილეთ ვიდეო: "არ ჩააბეტონო კლანი" - პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო