ბათუ ქუთელია - ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოს მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც პუტინი

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც პუტინი, - ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომელიც ესწრება სიმპოზიუმს - „დემოკრატიული ფასეულობების დაცვა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა“.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდა რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია.

"მისი მთავარი ამოცანაა, წაშალოს ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის და მოხდეს ყველაფრის იარაღიზაცია, მათ შორის მთავარი დემოკრატიული პრინციპის, სიტყვის თავისუფლების. ამიტომ დღეს მთელ მსოფლიოში, დემოკრატიულ სამყაროში მიდის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას ისე, რომ პარალელურად დაცული იყოს მთავარი ფასეულობა, სიტყვის თავისუფლება. საქართველო არ არის გამონაკლისი. რუსული ჰიბრიდული ომის ყველა გამოვლინება და ზოგიერთი მათგანი პირველად მოხდა საქართველოში, დაწყებული ომით და დამთავრებული რუსეთის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ომის სხვადასხვა კომპონენტებით, იქნება ტყუილების გამავრცელებელი ე.წ. "ტროლები" თუ რუსული მედიასაშუალებები, რომლებიც პირდაპირაა მიბმული რუსულ ფულზე. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაზეც დღეს მიდის მსჯელობა, ისაა, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს მსგავსი მედიასაშუალებების დაფინანსება. ჩვენი პარტნიორების დახმარებით საქართველომ უნდა შეძლოს ამ გლობალურ ტენდენციაში თავისი გამოსავლის პოვნა", - განაცხადა ქუთელიამ.

მანვე უპასუხა კითხვას საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების შესახებ ამ მიმართულებით.

"ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც პუტინი, მათ შორის ერთ-ერთი იმ იშვიათ გამონაკლასთაგანი სახელმწიფო ვართ, როდესაც სახელმწიფო ოპერირებს "ტროლების" ქარხნებს. ასე რომ, წარმოუდგენელია, რუსულ პროპაგანდას ვებრძოლოთ რუსული მეთოდებით. სახელმწიფო უწყობს ხელს, რუსულმა პროპაგანდამ მოიკიდოს ფეხი და მიაღწიოს თავის მიზანს", - აღნიშნა ქუთელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა