ბორის ჯონსონი - საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის შემდეგ, ნავთობობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს დიდი ბრიტანეთიც აკისრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, პასუხისმგებლობა, დიდი ალბათობით, ირანს ეკისრება.

„ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, ირანია,“ - აღნიშნა პრემიერმა ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი ამერიკელ და ევროპელ მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად შესაბამის საპასუხო მოქმედებაზე იმუშავებს.

„ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან ერთად შესაბამისი პასუხის მომზადებაზე ვიმუშავებთ, რომელიც სპარსეთის ყურეში სიტუაციის დეესკალაციას ისახავს მიზნად,“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ-მ და საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავს.

ირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაზე განხორციელებული „ნებისმიერი თავდასხმის აღსაკვეთად“ და „ნებისმიერი აგრესორის ბოლომდე გასანადგურებლად“ მზადაა.

იხილეთ ვიდეო: ბორის ჯონსონი - საუდის არაბეთის ნავთობ ობიექტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა