ოთარ კახიძე თამარ ალანიას - მეგონა, პირველი კურსის მასალა იცოდით

ეს არის პირველი კურსის მასალა. მეგონა, ეს იცოდით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც თამარ ალანიამ დეპუტატის მიერ დასმულ ერთ-ერთ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტი არ არის.

ოთარ კახიძემ მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, რა განსხვავებებია კონსტიტუციის სამართლებრივი ნორმების: ფორმალურ, აბსტრაქტულ და კონკრეტულ კონტროლს შორის, რაზეც თამარ ალანიამ მეცნიერ კელზენის სიტყვებით უპასუხა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მახსენდება მეცნიერი კელზენის სიტყვები - ნორმა არ არის ჭეშმარიტება, ის უნდა იყოს ან ქმედუნარიანი ან არაქმედუნარიანი. შესაბამისად, თუ კონსტიტუცია ამასთან მიმართებაში ან რომელიმე პირი, ვინც არის სუბიექტი, ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში პრობლემას ხედავს, მას აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში,“- განაცხადა თამარ ალანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ოთარ კახიძემ მიმართა, რომ კარგი იქნება, თუ არც ის და არც სხვა კანდიდატები, პასუხს თავს არ აარიდებენ, ხოლო მეცნიერი კელზენი აქ არაფერ შუაშია და პასუხის გაცემას არც კონსტიტუციონალიზმი სჭირდება.

„უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამ საკითხს ფლობს თუ არა. აქ არც კელზენია არანაირ კავშირში და არც კონსტიტუციონალიზმი ზოგადად,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს