გიგა ბოკერია თამარ ალანიას - ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები - ასე გამოგდით

ზოგჯერ რჩევას გვაძლევენ ხოლმე: ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები - ასე გამოგდით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც მან დეპუტატის კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

გიგა ბოკერიამ თამარ ალანიას ჰკითხა, იყო თუ არა ეთიკის ნორმების მძიმე დარღვევა, როცა ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძე წინასაარჩევნო პერიოდში დებატებში გამოიწვია, რაზეც თამარ ალანიამ უპასუხა, რომ კოლეგებთან დაკავშირებით რაიმე განმარტების გაკეთებისგან ეთიკის ნორმები ზღუდავს.

„იქამდე რომ წაგიკითხეთ ნორმები, ვიზიარებო მითხარით, სანამ კონკრეტულ გვარს ვიტყოდი ანუ მე რა დასკვნა უნდა გამოვიტანო, რომ ეს ნორმები არსებობს, ოღონდ არა მურუსიძისთვის? ეს არის თქვენი კანონის უზენაესობა? გასაგებია,“ - მიმართა ბოკერიამ ალანიას.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატს პასუხის დასრულება სურს.

„მე მსურს, რომ ჩემს კითხვაზე მიპასუხოს და არა სადღეგრძელოები მითხრას, სადღეგრძელოები სხვა ფრაქციებთან,“ - აღნიშნა ბოკერიამ, თუმცა, დასძინა, რომ მზად არის პასუხისთვის თამარ ალანიას კიდევ 30 წამი მისცეს.

თამარ ალანიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გიგა ბოკერია ინტერპრეტირებულად საუბრობს, თავად კი ამას ასე არ აღიქვამს.

„თქვენი შეფასება და ინტერპრეტირება როგორც მიეცით, მე ამას ასე ვერ წარმოვიდგენდი. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იყო საუბარი, ის ემთხვეოდა თუ არა დებატებს და იმ ადამიანის პოლიტიკურ ხედვებს, რომელიც ადრე იყო ადვოკატი და მერე გახდა პოლიტიკოსი, ეს სხვა რამეა. ადვოკატი, რომელიც თქვენს საწინააღმდეგო პოზიციებზე საუბრობდა და დღეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიის მოსაზრებაზე...,“ - განაცხადა თამარ ალანიამ, რაზეც გიგა ბოკერიამ ასეთი რეპლიკით მიმართა: „ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორე უფრო სწრაფად ჩაიძირები - ასე გამოგდით“. ამასთან, ბოკერიამ ალანიას მოუწოდა, მის დროს გაუფრთხილდეს.

„არ ვფართხალებ ბატონო გიგა, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება რასაც ბრძანებთ.

მე ვუფრთხილდები თქვენს დროს და იმ ღირსებასაც, რაც მოსამართლეს გააჩნია“,- განაცხადა თამარ ალანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა