დიმიტრი გაბუნია - შესაწყალებელი პატიმრების სიის შედგენით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო დაკავებული - ეს ადამიანი მიბრძანდება გამოძიებაში

ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი - ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც თვეების განმავლობაში იყო დაკავებული ამ სიის შედგენით,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ის გამოძიებას მიაწვდის ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც აქვს. მისივე თქმით, გამოძიება ასევე უახლოეს დღეებში დაიბარებს სხვა პირებსაც, მათ შორის, გაბუნია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეზეც საუბრობს.

„იმ ცილისწამებასთან და იმ ტალახთან, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩემს მიმართ განხორციელდა, საზოგადოება ელის ლოგიკურ განმარტებებს. არსად, არავისთან დასამალი არ არის. იყო პაუზა აღებული. როგორც კი გამოძიებაში დამიძახებდნენ და დამიძახებენ, შესაბამის განცხადებას გავაკეთებდი. არ ჩავთვალე აქამდე საჭიროდ, იმიტომ, რომ პრეზიდენტის მიერ ნათლად იქნა განმარტებული ჩემ ნაწილთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

მივესალმები გამოძიების დაწყებას. როგორც კი დამიბარებენ, მე აქტიურად ვითანამშრომლებ და რაც ჩემს ხელშია ინფორმაცია, ბუნებრივია, მივაწვდი და დავიკითხები.

კატეგორიულად მიუღებელია თითის გაშვერა საპარლამენტო მდივნისკენ, რომლის არც უფლებამოსილებაში, არც სტრუქტურულად და არც ისე, არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში ამ სიის შედგენით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიბრძანდება ეს ადამიანი და ადამიანები გამოძიებაში“, - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პატიმართა შეწყალების პროცესში აქტიურადაა ჩართული და ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას.

იხილეთ ვიდეო: შესაწყალებელი პატიმრების სიის შედგენით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო დაკავებული - დიმიტრი გაბუნია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო