ეკა გიგაური -  თუ საქმე აღიძრა, პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გამოიკითხოს

"იმ შემთხვევაში, თუ საქმე აღიძრა, აუცილებლად უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტიც", - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მან ისაუბრა პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების საკითხზე და ამასთან დაკავშირებით საქმის გამოძიებაზე.

"ეს გამოძიება არ დაიწყებოდა, რომ არა საზოგადოების დიდი აღშფოთება. იმ შემთხვევაში, თუ საქმე აღიძრა, აუცილებლად უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტიც. რაც შეეხება კორუფციას, სამწუხაროდ, პრეზიდენტს იმ რამდენიმე ათასი განცხადებიდან აქამდე განმარტება არ გაუკეთებია, თუ როგორ ამოარჩა 30 ადამიანი. მე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი და ვიცი, რომ ვერ გამორიცხავ ვერავის და ყველა წევრი უნდა განიხილო. პრეზიდენტის უფლებაა, ნებისმიერ დროს შეიწყალოს პირი, თუმცა ამ პროცესში უნდა იყოს გამორიცხული რაიმე ინტერესები. ამიტომ, უნდა იყოს დაცული კრიტერიუმები. ბევრი კითხვაა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს", - განაცხადა გიგაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა