ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს - თავი შენ თვითონ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს

თავი შენ თვითონ გააკონტროლე და დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს თავი, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა. დეპუტატებს შორის კომიტეტის სხდომაზე კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარემ ბესელიას შეახსენა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დროის ნახევარი ამოწურა.

"რატომ ნერვიულობთ? ვიცი, რომ თქვენი დროა და შეგახსენეთ, რომ ნახევარი საათი უკვე გავიდა. თუ ერთ საათს მხოლოდ თქვენ იყენებთ, მაშინ მითხარით,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ბესელიამ მას უპასუხა, რომ თავად გადაწყვეტენ, ვინ რამდენ წუთს გამოიყენებს.

"ჩემი დროა და მიკროფონს ნუ მითიშავ ანრი. მე არ ვნერვიულობ, ვსაუბრობ ცოტა გაბრაზებული. რამდენს გამოვიყენებ, ჩვენ გადავწყვეტთ. ახლა რა დროც დამაკლდა, ისიც დამემატება და ნუ მეჩრებით საუბარში,"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

თავის მხრივ, ოხანაშვილმა ბესელიას ეთიკური საუბრისა და თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.

"წესიერად ვსაუბრობ. თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით ლაპარაკს. ქალბატონი თამარის ნაცვლად თქვენ ნუ ნერვიულობთ. მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ ადგილს არ ვგულისხმობ,"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

ამის შემდეგ, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ბესელიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს