ღია კარის დღე - „დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES) გამოყენება ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში“ გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რიგით პირველი ღონისძიება, ღია კარის დღე - „დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES ) გამოყენება ფუნქციური მოძრაობის აღდგენაში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, რომელთა ინტერესის სფეროს ფიზიკური რეაბილიტაცია და ამ დარგში მიმდინარე ინოვაციები წარმოადგენს. ღონისძიება გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ფიზიკური მედიცინის ძირითად ასპექტებზე, მის როლზე მედიცინაში, ფაკულტეტზე მიმდინარე ინოვაციურ პროექტებსა და დაგეგმილ სიახლეებზე.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე სტუმრები გაეცვნენ კუნთოვანი ატროფიის, ტკივილისა და დამბლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაბალი სიხშირის ელექტროსტიმულაციის (IVES) მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც აადვილებს რეაბილიტაციის პროცესს იმ დონის კუნთოვანი ძალის აღდგენამდე, როგორიც ესაჭიროება ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების შესასრულებლად.

„IVES-ს გააჩნია 6 სხვადასხვა მკურნალობის რეჟიმი, რომელიც ერგება პაციენტთა

განსხვავებულ მოთხოვნებს; მათ შორის, ერთ-ერთი დამატებითი სენსორი, რომელიც გამოიყენება ქვედა კიდურის სამკურნალოდ და სიარულის მანერის დასარეგულირებლად.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნენ ფიზიკური თერაპიის ძირითად მეთოდებს: ელექტრო, მაგნიტო, მექანო, ვაკუუმ, ლაზერო, ულტრაბგერით თერაპიებს, ფონო და ელექტროფორეზს და სარეაბილიტაციო სამკურნალო ვარჯიშებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა