სოფიო ქაცარავა და მარიამ ჯაში ვიზიტით აშშ-ს ეწვევიან

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ოფიციალური ვიზიტით ნიუ-იორკს ეწვევიან, სადაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ გაეროს გენერალური ასამბლეაში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე პარალელური ღონისძიებები, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა და მდგრადი განვითარების მიზნების სამიტი. გარდა ამისა, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები, როგორც მრავალმხრივ ისე ორმხრივ ფორმატში.

„მიმდინარე კვირა ძალიან დატვირთული იქნება. საქართველოს დელეგაცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრება, სადაც ასამბლეის ფორმატში ასევე გაიმართება ორმხრივ და მრავალმხრივი შეხვედრები. ასეთი მაღალი დონის ვიზიტები გვაძლევს საშუალებას შევხვდეთ ჩვენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში იყოს მუდმივად აქტუალური“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს