„თავისუფალი საქართველო“ - პროკურატურას მოვუწოდებთ, „ევროპული საქართველოს“ საბოტაჟის მიუხედავად, გამოკითხოს პრეზიდენტი

„თავისუფალი საქართველო“ პროკურატურას მოუწოდებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე გააგრძელოს გამოძიების პროცესი, გამოკითხოს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წევრები, თავად პრეზიდენტი და მოახდინოს შეწყალების კორუფციაში დამნაშავე ყველა პირის მხილება.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ „შეწყალებების საქმეზე დამნაშავე პირების მხილება და პასუხისგებაში მიცემა, არის განსაკუთრებით პრინციპული და პრეცედენტული საქმე“.

„პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ნადირაშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეწყალების პროცესში არსებულ კორუფციაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა - გამოკითხვისას ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ საქმეზე კორუფციაში ბრალდებული პირების მხილება არის ქართული საზოგადოების აშკარა მოთხოვნა და ეს დამოკიდებულია გამოძიების პროცესზე. მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის წევრი არ არის ვალდებული, გამოძიებას ჩვენება მისცეს, თუმცა ეს მისი უფლებაა და არა ვალდებულება. თუკი „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილი ინფორმაცია სარწმუნოა - უკიდურესი უპასუხისმგებლობაა გამოძიებისთვის ამის დამალვა.

მიგვაჩნია, რომ შეწყალებების საქმეზე დამნაშავე პირების მხილება და პასუხისგებაში მიცემა, არის განსაკუთრებით პრინციპული და პრეცედენტული საქმე. ამდენად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ვინც აცხადებს, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს - ნუ შეეცდებიან მის დამალვას არადამაჯერებელი არგუმენტების მოშველიებით. იმავდროულად, მოვუწოდებთ პროკურატურას, „ევროპული საქართველოს“ საბოტაჟის მიუხედავად, გააგრძელოს გამოძიების პროცესი, გამოკითხოს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წევრები და თავად პრეზიდენტი და მოახდინოს შეწყალების კორუფციაში დამნაშავე ყველა პირის მხილება“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს