„საპარტნიორო ფონდსა“ და Sinosure-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გააქტიურდება

„საპარტნიორო ფონდს“ ჩინეთის ექსპორტის დაზღვევის უმსხვილესი კორპორაცია Sinosure-ის დელეგაცია ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციას Sinosure-ის ვიცე პრეზიდენტი კუო სინშუანი ხელმძღვანელობს.

„ვიზიტის ფარგლებში Sinosure-ის დელეგაციის წევრები ფონდის მენეჯმენტს შეხვდნენ და საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით, პეკინში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ ისაუბრეს.

მხარეები საინვესტიციო პროექტების ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავების შესახებ შეთანხმდნენ. ჩინეთის მხარე მზად არის საქართველოში ჩინური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა უზრუნველყოს. „საპარტნიორო ფონდი" და Sinosure-ი ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ. ასევე, ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ შეხვედრაზე Sinosure-ის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი და ის რეიტინგები გააცნო, რომელთა მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ბაზარზე უპირატეს პოზიციებს იკავებს. თავის მხრივ, კორპორაცია Sinosure-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა კუო სინშუანმა განაცხადა, რომ რეგიონში „საპარტნიორო ფონდის" სახით, მათ საიმედო და მყარი დასაყრდენი ჰყავთ.

Sinosure-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ასევე, ისეთ სფეროებში თანამშრომლობაზე, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიები, სასარგებლო წიაღისეული, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა“, - აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია Sinosure-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 2017 წლის 21 სექტემბერს, პეკინში შედგა.

Sinosure-ი არის ჩინეთის ექსპორტის წახალისებისა და ინვესტიციების დაზღვევის ერთადერთი სახელმწიფო კომპანია, რომელიც თავისი მოცულობით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია. მისი თქმით, Sinosure-ს ამჟამად ქვეყნის გარეთ დაზღვეული აქვს დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარამდე. ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კომპანია Sinosure-ი არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას. ჩინური კომპანიები საზღვარგარეთ ინვესტიციებს, მხოლოდ Sinosure-თან კონსულტაციისა და თანხმობის შემდეგ ახორციელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა