სასტუმრო „ბილტმორში“ სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება

24 სექტემბერს სასტუმრო „ბილტმორში“გაიმართება სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა თემაზე „საქართველოში კარტოფილის თესლის სერტიფიცირების გზების განვითარება“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული თესლის სერტიფიცირების სისტემა, ამ მიმართულებით სხავადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რეკომენდაციები, ასევე საქართველოში არსებული კარტოფილის ძირითადი დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

„შეხვედრა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიება 9:30 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა