რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში - „წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ გამარჯვებული გახდა და საჩუქრად შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

,,კონფერენციის დასასრულს გაიმართა იმ მუნიციპალიტეტების დაჯილდოება, ვინც გასულ წელს საუკეთესო პრაქტიკა და ფინანსური საქმიანობა განახორციელა. რუსთავის მუნიციპალიტეტს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში ,,წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“, რომელიც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში შესაბამისობაში იყო იმ სტანდარტებთან და კრიტერიუმებთან, რომელიც დადგენილია რა თქმა უნდა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ნორმატიული აქტებით“, - განაცხადა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლევან კავთიაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე მუნიციპალიტეტები, გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს