ლევან გოგიჩაიშვილი თამარ ალანიაზე - დღეს ჩვენ ვიხილეთ ადეიშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის პროდუქტი

დღეს ჩვენ ვიხილეთ ადეიშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის პროდუქტი - ადამიანი, რომელიც ყველანაირი ემოციისგან დაცლილი და აბსოლუტურად სტერილურია,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას მოსმენის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, თამარ ალანია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაში მონაწილეობდა.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ადეიშვილის და სააკაშვილის რეჟიმის პროდუქტი - ადამიანი, რომელიც ყველანაირი ემოციისგან დაცლილი და აბსოლუტურად სტერილურია. ამას ემატება ისიც, რომ ის დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. ამ ადამიანს მთელი თავისი სამოსამართლეო კარიერის განმავლობაში, როდესაც ის რეჟიმის მოსამართლე იყო, არ მიუღია გამამართლებელი განაჩენი. დღეს მე ყველაზე მეტი პრეტენზია არ მაქვს ამ ადამიანებთან. ჩემი მთავარი პრეტენზია არის ბიძინა ივანიშვილთან. რაში გჭირდება ეს ადამიანები, გამაგებინე?! უმრავლესობის სხდომაზე მე ეს ვერ გამაგებინე. რაღაცეებს საუბრობდი, რომ აი, 2020 -ში არჩევნები, აქეთ, იქით... რატომ აკეთებ ასეთ რაღაცას, ეს ხალხი, რომელმაც ადამიანების გაუბედურებაში მიიღო მონაწილეობა, თქვენი მხარდაჭერის გარეშე ხომ წარმოუდგენელია, მათ იმის იდეა გასჩენოდათ, რომ ისინი მოსამართლეები გახდებოდნენ. რაში გჭირდებათ ეს ყველაზე სტერილური, უშინაარსო და არასწორი ადამიანები მოსამართლეებად? მხოლოდ ერთადერთი რაღაცის გამო - კარგად ასრულებდნენ სააკაშვილთან და ფიქრობთ, რომ კარგად შეასრულებენ ახლა თქვენთან. მე მინდა, ეს პროცესი ისე წარიმართოს, რომ ყველაზე მეტად ეტკინოს "ქართულ ოცნებას" იმ ცუდი ამბების გამო, რასაც ისინი სჩადიან და იმ უპატივცემულობის გამო, რასაც ისინი იჩენენ საზოგადოების მიმართ",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა