საფრანგეთში ფარმაცევტულ კომპანიას 500 ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ

საფრანგეთში ფარმაცევტული გიგანტის Servier-ის წინააღმდეგ ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიას წინასწარი განზრახვის გარეშე 500 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. საქმე ეხება მედიკამენტ „მედიატორს“, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჭარბი წონის მქონე დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის შეიქმნა. ამ მედიკამენტს მოგვიანებით გახდომის ნებისმიერ მსურველს უწერდნენ.

გამოძიებას მიაჩნია, რომ ფარმაცევტული კომპანია პაციენტებს წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ არ აფრთხილებდა. კვლევები აჩვენებს, რომ ამ წამლის მიღების გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 ათას კაცს აჭარბებს. თავად ფარმაცევტული კომპანია Servier-ი ამ ციფრებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ წამლის გამო ადამიანების გარდაცვალების მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო