გიგა ბოკერია მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს - კეთილშობილური ნაბიჯი იყო თქვენგან, როცა თამარ ალანიას კარნახობდით, მაგრამ ეს დახმარება დაგიფასდათ?

თქვენზე თქვეს, რომ დაფიქსირდა ფაქტი, როცა კარნახობდით ქალბატონ თამარ ალანიას. სიმართლე გითხრათ, მე არ აღვშფოთებულვარ. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კეთილშობილური ნაბიჯი იყო თქვენგან და ქალბატონმა თამარმა დაგიფასათ ეს დახმარება?,- ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის კითხვაზე მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ შეტყობინება მიწერა თამარ ალანიას.

ბოკერიამ გაბინაშვილს ასევე ჰკითხა, იცნობდა თუ არა პრაქტიკას, როდესაც აბიტურიენტს გამოცდის დროს კარნახობენ, რის გამოც მას აგდებენ, რაზეც გაბინაშვილმა უპასუხა, რომ მსგავსი გარემოების მონაწილე არ ყოფილა.

„ვადასტურებ ამ ფაქტს. მივწერე {თამარ ალანიას} „დაღლილობა არ შეგეტყოს“ - აი, ეს სიტყვები. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მსგავსი გასაუბრებები ხდება ოჯახის წევრებით მოდიან, უკან სხედან და შეძახილებით ამხნევებენ და მე ამაში არაფერ ნეგატიურს არ ვხედავ. ნეგატიურს ვხედავ იმაში, რომ სხვისი პირადი ინფორმაციის მოპარვა ხდება ტელეფონიდან“, - განაცხადა გაბინაშვილმა, რაზეც, თავის მხრივ, ბოკერიამ კითხვითვე უპასუხა:

„გახსოვთ თამაში რომ იყო „ვის უნდა 20 000?“. იქ იყო სამი დახმარება - დარბაზის დახმარება, ზარი ახლობელთან და 50/50ზე. რომ იყოს „ვის უნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა“, დარბაზის დახმარება არ გამოვა ჩვენთან და 50/50-ზე, მაგრამ ზარი ახლობელთან შეიძლება და ეგეთი წესი რომ იყოს, ვის დაურეკავდით?“, - მიმართა ბოკერიამ გაბინაშვილს.

„არავის არ დავურეკავდი ბატონო გიგა, მე ჩემი ტელეფონი შემიძლია თქვენ მოგცეთ ამ წუთას“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა