ეკა ბესელია აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის

„როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ზეწოლა არ ხდებოდეს", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და როგორც თავად აღნიშნა, მან რამდენიმე მაგავსი შემთხვევის შესახებ იცის.

ბესელია არ აკონკრეტებს, დეპუტატებზე ხორციელდება თუ არა ზეწოლა და აცხადებს, რომ ამაზე თავად იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ.

"ყველამ საკუთარ შინაგან გაუბედაობას თუ მუხრუჭებს, თავად უნდა გადააბიჯოს. ეს ისეთი საკითხია, რომელზეც სხვა ვერავინ ისაუბრებს, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ ყველაზე ამორალური მეთოდების გამოყენებით გარკვეულ გავლენას ექვემდებარებიან. ოხანაშვილი ნუ მასწავლის ვის და სად უნდა მივმართო. მასზე ბევრად ადრე ვისწავლე ეს მიმართულებები. ამიტომ მოსწავლე მასწავლებელს ვერ ასწავლის. მე უბრალოდ გეტყვით, რომ არ იქნება ეთიკური ვისაუბრო იმ ადამიანების ნაცვლად, მაგრამ თავისთავად იმის დაშვება, რომ შესაძლებელია დღესაც წინა რეჟიმის მსგავსად, იმ ძველმა სისტემამ შეინარჩუნოს თავი ისე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა იმავე მეთოდების გამოყენება, ეს ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი რამაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც წინა ხელისუფლება იყო შესაცვლელი, ეს ხელისუფლებაც შესაცვლელია, რომელმაც ვერ შეძლო გაემართა სისტემა იმგვარად, რომ ადამიანებზე ასეთი ზეწოლა არ ხდებოდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს მასიურად ხდება. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე შემთხვევაზე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ თავად უნდა ისაუბრონ. ეს ის თემა არ არის, სადაც შეიძლება მე დავარღვიო ვინმეს პირადი სივრცე. მე ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდი, რადგან ეს იყო პირველი, რაც უნდა შეგვეცვალა. არ აქვს მნიშვნელობა მასშტაბი რამხელა იქნება. იქ, სადაც ერთი, ორი, სამი შემთხვევა იქნება და თვალს დავხუჭავთ, ეს ძალიან სწრაფად გაიზრდება. მე ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი. ვიცი იმ ადამიანებისგან, ვისაც ეს შეეხო, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს