თინა ხიდაშელი - ერთადერთი გამოსავალია, რომ მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც ივანიშვილმა სააკაშვილისგან გადმოიბარა, სამუდამოდ დაემშვიდობონ სასამართლოს

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის ეს ყველაზე მძიმე სათქმელია, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია, რომ მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც ივანიშვილმა სააკაშვილისგან გადმოიბარა, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ სასამართლოს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, იურისტმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს უნდა იყოს შემდეგი პარლამენტის მნიშვნელოვანი საქმე, რომ სასამართლოს ზედა სეგმენტში ფუნდამეტური რეფორმა განხორციელდეს.

ამასთან, ხიდაშელი გამოეხმაურა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიასთან გასაუბრების პროცესს.

"დისკუსია, რომლებსაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია თვალს ვადევნებთ, არ გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს. სამწუხაროდ, ეს ვითარება გუშინ, საპარლამენტო მოსმენაზე გამოჩნდა, რომ ვითარება იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე წარმოგვედგინა. ერთი მხრივ, ვუყურებდით მოსამართლეს, რომელიც ვერც ერთ კითხვაზე ვერ ახერხებდა პასუხის გაცემას იქიდან გამომდინარე, რომ მისი წარსული მძიმე ლაქებითაა ცნობილი სამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაღალი ზეწოლისა და გავლენის მიზეზით. მეორე მხრივ, ვუყურებდით პარლამენტის წევრებს, რომლებმაც საპარლამენტო სხდომა გამოიყენეს საკუთარი, პირადი ინტერესების საჯაროდ გამოფენისთვის. ასევე, მოსამართლისთვის მეორე სასამართლოს მოწყობის მხრივ, უკვე პირიქით როლებით, როცა პირადი ჯავრი გაქვს და გინდა, რომ რევანში აიღო. ეს იყო უმძიმესი სანახაობა, რასაც ჩვენ გუშინ ვუყურებდით. ორივე მხრიდან ძალიან მძიმე საყურებელი იყო. როცა ქვეყანა ასეთ მდგომარებაშია, ბუნებრივია, გაქვს განცდა, რომ საერთოდ აღარაფერს აქვს აზრი, მაგრამ სწორედ ასეთ დროს გჭირდება განსაკუთრებული მობილიზაცია. არ მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ეს დისკუსია, რაიმე გავლენას მოახდენს პარლამენტზე,მაგრამ იქნებ იმაზე შევთანხმდეთ ყველანი, ვისაც ამ სფეროში რამე გვიკეთებია, რომ ეს ასე ვერ დარჩება და ხმა ყველამ იმ პარტიას უნად მივცეთ შემდეგ არჩევნებში, რომელიც იტყვის, რომ ამ მარაზმს დაამთავრებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა