შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ირანის რესპუბლიკის ელჩს - სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ სფეროში თანამშრომლობის მარეგულირებელი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა