მოსამართლემ გიორგი გახარიას, ანზორ ჩუბინიძის, ნათია მეზვრიშვილის, კახა საბანაძის და ნინო ჯავახაძის დაკითხვის შესახებ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა, რომ საქმის არსებით განხილვაზე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, ასევე ანზორ ჩუბინიძე, ნათია მეზვრიშვილი, კახა საბანაძე და ნინო ჯავახაძე დაიკითხონ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

"დასაბუთება არ არის საჭირო, ვიცით, რომ დაგირეკეს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება", - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლის გადაწყვეყილებას სხდომათა დარბაზიდან შეძახილები - "სირცხვილია" მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა და განუცხადა, თუკი, თავს ვერ იკავებდნენ, დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი.

„პატივცემულო მოსამართლე, თავს ვერ იკავებენ კი არა, თქვენ გაფასებენ", - მიმართა მოსამართლეს ბასილაიამ.

„თქვენ მოსამართლე არ ხართ, თქვენ უბრალოდ მანტიამოსხმული ადამიანი ხართ, რომელიც ასრულებს დაკვეთებს. თქვენ ადამიანური ღირსება არ გაგაჩნიათ. თქვენ ახლა შეგიძლიათ გამაძევოთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ სწორი ვარ!- მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ბრალდების მხარეს კითხვით მიმართა, დაიკითხა, თუ არა, 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია. როგორც გელხაურმა განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატებმა პროკურორებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

"ჩვენ ვითხოვთ, გიორგი გახარია დასაკითხ პირთა სიას დაერთოს, რათა არსებითი განხილვისას დაიკითხოს. დაკითხულია, თუ არა ის ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღეთ", - განაცხადა გელხაურმა.

მისივე განმარტებით, პროკურორებს იმის საფუძველი და არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, თუ რატომ არ უნდა დაიკითხოს გიორგი გახარია და რატომ არ უნდა გასცეს 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, კითხვებს პასუხი.

ცნობისთვის, 20 ივნისის სქმეზე სულ 18 პირი დააკავეს, მათგან პატიმრობაში 15 რჩება. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 3 პირს: სოსო ბაჯელიძეს, ვატო გელაშვილსა და ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს