დიმიტრი პესკოვი - რუსი დეპუტატებისთვის ამერიკის ვიზის გაცემაზე უარი შემაშფოთებელი და მიუღებელია, ამას მოსკოვისა და გაეროსგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს

შეერთებულმა შტატებმა რუსი კანონმდებლებისთვის ვიზის გაცემაზე უარის თქმით საერთაშორისო წესები დაარღვია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „მიუღებელია“ და ამ ქმედებას როგორც მოსკოვისგან, ასევე ვაშინგტონისგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„სიტუაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. ვაშინგტონი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს. ეს არის ვაშინგტონის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების პირდაპირი დარღვევა, ვინაიდან ეს არ არის ორმხრივი ვიზიტი, არამედ ეს გახლავთ რუსეთის დელეგაციის ვიზიტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე,“ - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-ს არ აქვს უფლება იმ ადამიანებს, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებიან, რაიმე სახის შეზღუდვები დაუწესოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუს დეპუტატებს ვიზების მიცემაზე უარი უთხრა, რის გამოც ისინი გაეროს გენერალურ ასამბლეას ვერ დაესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო