ირაკლი სესიაშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ლიეტუვას სეიმის წევრებს შეხვდა, სადაც რუსული პროპაგანდის მიმართულებით არსებულ საერთო გამოწვევებზე, მისი გამკლავების გზებზე, ამ მიმართულებით ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. სტუმრებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიმართ თავიანთი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა.

„ლიეტუვა ჩვენი ქვეყნის გამოკვეთილი მხარდამჭერია, რომელიც ყოველთვის, ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. ბალტიის ქვეყნების პარლამენტის წევრები ყოველთვის, ყველა დონეზე არიან ჩვენი პოლიტიკური მხარდამჭერები. ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი საერთო გამოწვევა ეს არის რუსული პროპაგანდა, ფეიკ ნიუსები, რუსული პოლიტიკის მცდელობა შემოაღწიონ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ეს აწუხებს ბალტიის სამივე ქვეყანას მათ შორის, ლიეტუვასაც. მათ აინტერესებდათ ჩვენი გამოცდილება ისევე, როგორც ჩვენ გვაინტერესებს მათი გამოცდილება - თუ როგორ ებრძვიან ასეთი ტიპის გამოწვევებს. ჩვენ გავცვალეთ აზრები“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ლიეტუვას სეიმის წევრებთან შეხვედრაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, პაატა მხეიძეც მონაწილეობდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო